1.საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით, საქართველოში შეიძლება აღსრულდეს კანონიერ ძალაში შესული საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ გასამართლებული პირი არის საქართველოს მოქალაქე ან/და მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და საქართველოს ტერიტორიაზე აქვს საკუთრება.
2.საქართველოში საერთაშორისო სასამართლოს მიერ სასჯელის სახით დანიშნული ფულადი სახდელი შეიძლება აღსრულდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მსჯავრდებულს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საზღვარგარეთ აქვს, მაგრამ საქართველოში აქვს საკუთრება.
3.საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება პენიტენციური კოდექსით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2706 - სსმ I, №12,24.03.2010წ., მუხ.72 საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5404 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4000 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.






