საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 307^1. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულება
1. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილებას ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილებას აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები.
2. უცხოელის საქართველოდან გაძევება შეიძლება აღსრულდეს, თუ უცხოელს: ა) ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა − მის მიერ ამ სახდელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით მისი გათავისუფლებისთანავე; ბ) ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული აქვს ამავე კოდექსით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული სახდელი, გარდა ადმინისტრაციული პატიმრობისა, – მის მიერ ამ სახდელის მოხდამდე.
