1.ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა მთავრდება და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები წყდება: ა) საწარმოს მიერ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით; ბ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემთხვევაში; გ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, თუ საწარმომ წინასწარ (ვადამდე) სრულად დაფარა რესტრუქტურიზებული დავალიანება ამ პერიოდისთვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად; დ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სესხით მოსარგებლე საწარმოს მიმართ იყენებს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, ხოლო ასეთი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების არარსებობის შემთხვევაში აღძრავს სამოქალაქო სარჩელს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482 საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ. საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4055 – ვებგვერდი, 14.03.2024წ. მუხლი 8 1 . რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიან რეესტრს.
2.რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესს და რეესტრის ფორმას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.



