სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
Closest in meaning — including in other laws
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
1.განცხადებაში ტენდერის ჩატარების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციაში და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებში საქონლის, სამუშაოების, მომსახურების აღწერა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები.
2.შესყიდვის ობიექტის აღწერისათვის გამოყენებული ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები, მომსახურების აღწერილობა და სხვა ობიექტურად უნდა ასახავდეს შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, მომსახურების ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტულ მაჩვენებლებს, მოთხოვნებს, ტერმინოლოგიას და პირობით აღნიშვნებს (თუ ასეთები არსებობს).
3.სახელმწიფო შესყიდვისას დაცულ უნდა იქნეს სპეციფიკაცია გამოცხადების ნეიტრალიტეტის პრინციპი, ანუ დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში; ა) მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა ,,მსგავსი“, ,,ეკვივალენტური“ და სხვა; ბ) გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც შექმნიან დაბრკოლებას ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის.
4.სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის აღწერა უნდა შეიცავდეს: ა) მშენებლობის მასშტაბების და დანიშნულების აღწერას; ბ) ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალს; გ) მშენებლობის ადგილის მახასიათებლებისა და მდგომარეობის აღწერას; დ) სამშენებლო ობიექტისა და მისი დეტალების დიზაინის აღწერას და დეტალურ ტექნიკურ ნახაზებს; ე) უსაფრთხოების სტანდარტებსა და ინფორმაციას გარემოზე ზეგავლენის დასაშვები დონის შესახებ.
These lawyers work in the legal area related to this article.