1.(ამოღებულია).
2.(ამოღებულია). 2 1 . ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში შესყიდვის შესახებ ანგარიშს უნდა დაერთოს ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დასკვნები, სატენდერო კომისიის სხდომების ოქმები, აგრეთვე სხვა დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
3.(ამოღებულია). 3 1 . შემსყიდველი ორგანიზაციები ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშს წარმოადგენენ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი გამარტივებული წესით, არა უგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა, თუ შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია. [ 3 1 . შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშს წარადგენს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი გამარტივებული წესით, არაუგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა, თუ შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] 4. შესყიდვების შესახებ ანგარიშები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის მათი მოთხოვნის შემთხვევაში.
5.2000000 ლარზე მეტი ღირებულების ობიექტის შესყიდვის შესახებ ანგარიშს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წერილობით წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან 20 დღის ვადაში. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რომელიც შესყიდვის შესახებ ანგარიშს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს. [ 5. 2 000 000 ლარზე მეტი ღირებულების ობიექტის შესყიდვის შესახებ ანგარიშს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებიდან 20 დღის ვადაში წერილობით წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რომელიც შესყიდვის შესახებ ანგარიშს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წარუდგენს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროები ფინანსების სფეროში და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან ყოველკვარტალურად მიაწოდონ სააგენტოს ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის ფაქტობრივად გამოყოფილი სახსრების შესახებ.
7.სააგენტო უფლებამოსილია შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, შემსყიდველ ორგანიზაციებსა და შესყიდვების მონაწილეებს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით. [ 7. სააგენტო უფლებამოსილია შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, შემსყიდველ ორგანიზაციებსა და შესყიდვების მონაწილეებს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულებების/ჩარჩოშეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] 8. შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო ახორციელებს მონიტორინგს შესყიდვის პროცესში ისეთი პრინციპების დაცვაზე, როგორიცაა საჯაროობა, სამართლიანობა და არადისკრიმინაციულობა, დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულება და ანგარიშგება, ღია და ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფა, რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.
9.(ამოღებულია).
10.გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, აგრეთვე ხელშეკრულებისა და ამ კანონის 21-ე მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ფორმა, მათი შედგენის, წარდგენისა და შენახვის წესები, ვადები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. [ 10. გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების და ამ კანონის 21-ე მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ფორმა, აგრეთვე მათი შედგენის, წარდგენისა და შენახვის წესები, ვადები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.237 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ.235 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1690-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.173 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5560- ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6895 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.






