სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
Closest in meaning — including in other laws
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
1.შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის განხორციელება, როდესაც: ა) ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; ბ) დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განსახილველი საკვალიფიკაციო მონაცემების ან/და სატენდერო წინადადებების რაოდენობა სამზე ნაკლებია. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან.
2.შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3.შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია არა უგვიანეს სამი დღისა აცნობებს თავის გადაწყვეტილებას და მისი მიღების საფუძველს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და შესყიდვაში მონაწილე ყველა პირს. შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული შესყიდვაში მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, სატენდერო მოსაკრებლის გარდა.
4.სატენდერო წინადადებების გახსნამდე გადაწყვეტილებას სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შეწყვეტის შესახებ იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია. ამ შემთხვევაში, იგი ვალდებულია მიღებული საკვალიფიკაციო მონაცემები, გაუხსნელი სატენდერო წინადადებები და თანმხლები დოკუმენტები დაუბრუნოს მათ წარმომდგენ პირებს, ასევე მიიღოს გადაწყვეტილება სატენდერო მოსაკრებლის დაბრუნების შესახებ.
5.იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემდეგ (თუ პროცედურები შეწყდა საკვალიფიკაციო შერჩევის პროცესში ან სატენდერო წინადადებების გახსნამდე) მიიღებს გადაწყვეტილებას იმავე ობიექტის შესყიდვის შესახებ, იგი ვალდებულია განახორციელოს ეს შესყიდვა (თუ ის ხორციელდება იმავე წლის საბიუჯეტო ასიგნებებით) შეწყვეტილი პროცედურების გაგრძელების მეშვეობით ამისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს შეწყვეტილ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე ყველა პირს წინადადებით საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალი დადასტურების, სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების წარდგენის შესახებ (იმისდა მიხედვით, თუ რომელ ეტაპზე იქნა შეწყვეტილი შესყიდვის პროცედურები). თუ არც ერთმა მონაწილემ არ განაცხადა თანხმობა განახლებულ შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია აცხადებს ახალ ტენდერს.
6.სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ასეთი გადაწყვეტილება მიიღება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით.
7.სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის აუცილებლობის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეაჩეროს შესყიდვის პროცედურები არა უმეტეს 15 კალენდარული დღისა და შეთანხმების მიზნით წერილობით მიმართოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. წარმოდგენილი მასალებისა და სხვა ინფორმაციის განხილვისა და შესწავლის საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო თავის დასაბუთებულ დასკვნას წერილობით აცნობებს შემსყიდველ ორგანიზაციას სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეჩერების ვადის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო არ დაეთანხმება შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის თაობაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გააგრძელოს შესყიდვის პროცედურები.
8.იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შესახებ სატენდერო შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შესახებ სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ ( ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესის დაცვით), იგი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება სატენდერო მოსაკრებლის დაბრუნების შესახებ და დაუბრუნოს ტენდერში მონაწილე პირებს მათი სატენდერო წინადადებები და თანმხლები დოკუმენტები.
9.იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემდეგ (თუ პროცედურები შეწყდა სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ) მიიღებს გადაწყვეტილებას იმავე ობიექტის შესყიდვის შესახებ იმავე წლის საბიუჯეტო ასიგნებებით, იგი მიმართავს შეწყვეტილ პროცედურებში მონაწილე პირებს წინადადებით ტენდერის პროცედურის განახლების შესახებ. თუ არც ერთმა მონაწილემ არ განაცხადა თანხმობა განახლებულ პროცედურებში მონაწილეობაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია აცხადებს ახალ ტენდერს.
These lawyers work in the legal area related to this article.