Article 16. სატენდერო წინადადებების შერჩევა
1. სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ პირველ რიგში უნდა განხორციელდეს მათი შერჩევა. შერჩევის მიზანია წარმოდგენილი სატენდერო წინადადების და თანმხლები დოკუმენტების სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
2. შერჩევის პროცედურის დროს მოწმდება: ა) სრულად არის თუ არა წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო წინადადებას; ბ) არის თუ არა ყველა საჭირო დოკუმენტი შედგენილი შესაბამისი ფორმის დაცვით (უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, საჭიროების შემთხვევაში ბეჭდით დამოწმება, თარიღის მითითება დ სხვა); გ) არსებითად შეესაბამება თუ არა სატენდერო წინადადება სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ ტექნიკურ მოთხოვნებს, ვადებს და სხვა პარამეტრებს.
3. სატენდერო წინადადებების შერჩევის დროს აგრეთვე უნდა შემოწმდეს არის თუ არა მათში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში სატენდერო კომისიამ ამ წინადადების წარმომდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს დაშვებული შეცდომის გასწორება.
