Article 29 — სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
Article 29. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
Consolidation №4 Verified against the current consolidation · 25 May 2002
1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით, შემსყიდველ ორგანიზაციას ევალება გამოყოს კოორდინატორი ან თანამშრომელთა შემადგენლობით შექმნას სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი (შემდგომში – ინსპექტირების ჯგუფი).
2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი კოორდინატორის და ინსპექტირების ჯგუფის ფუნქციებია: ა) მიმწოდებელთან მოლაპარაკების საფუძველზე ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის გეგმა-გრაფიკის შედგენა; ბ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება; გ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება; დ) ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა.
Legal map
Click a node to open
Related by meaningსახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…
For information only — not legal advice.
3. ინსპექტირების ჯგუფის დასკვნების საფუძველზე შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიაწოდოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემატური ინფორმაცია სახლემწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.
4. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მიღება ხდება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის (მიღება-ჩაბარების აქტის) გაფორმების საფუძველზე (თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).
5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია აწარმოოს საქონლის, სამუშაოების, მომსახურების ხარისხის ინსპექტირება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის ნედლეულისა და მაკომპლექტებელი ნაწილების ხარისხის და სუბ -კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების (მომსახურების) ინსპექტირება.
6. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი ორგანიზაცია ინსპექტორების ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ინსპექტირების ჩატარების მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი ორგანიზაცია.
7. ყველა გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტის) გაფორმებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს მიწოდებული საქონლის, შესრულებული სამუშაოების, მომსახურების საბოლოო შემოწმებას (თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), რომლის მიზანია მათი შესაბამისობის დადგენა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, მოწონებულ ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან. საბოლოო შემოწმების ადგილი განისაზღვრება ხელშეკრულების პირობებით. საბოლოო შემოწმების პროცესში ხელშემკვრელ მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ მოიწვიონ დამოუკიდებელი ექსპერტები. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი (დაწუნებული საქონლის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით).
9. საბოლოო შემოწმების შედეგები უნდა ეცნობოს მიმწოდებელს წერილობითი სახით დაწუნებული საქონლის რაოდენობის, სამუშაოების, მომსახურების ნაწილის და წუნდების მიზეზების მითითებით.
10. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელსა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილ კოორდინატორსა ან ინსპექტირებას შორის წარმოიშობა უთანხმოება, იგი უნდა გადაწყდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და მიმწოდებელს შორის უთანხმოების განხილვის მეშვეობით, ხოლო ამ გზით საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში – სასამართლო წესით.
11. ტრანსპორტირების პროცესში საქონლის დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების წესი განისაზღვრება ხელშეკრულების პირობებით.
12. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
13. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასის (შესყიდვის ობიექტის ღირებულების) შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ხელშეკრულების პირობებით არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ის გარემოებებიც, როდესაც დასაშვებია ფასის შეცვლა. ფასის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, და ახალი ფასის გაანგარიშებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელშეკრულებაში მითითებული გარემოებების ზეგავლენის დონე შესყიდვის ობიექტის ფასზე, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების მოცულობა, ქვეყანაში დაფიქსირებული ინფლაციის დონე, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, სამეწარმეო საქმიანობის ინდექსი და სხვა ფაქტორები. ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასის ყოველი შეცვლა უნდა გაფორმდეს დოკუმენტურად და დაუყოვნებლივ ეცნობოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
14. ანგარიშსწორება შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების თანახმად.
15. საქონლის შესყიდვის შემთხვევაში ანგარიშსწორება ხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურებისა (ინვოისების) და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.
16. სამუშაოების ან/და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში ანგარიშსწორება ხორციელდება ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკის მიხედვით. ანგარიშსწორების განხორციელებამდე შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოითხოვოს მიმწოდებლისაგან შესრულებული სამუშაოს, მომსახურების შუალედური ანგარიში.
17. დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში მისი დაფარვა უნდა მოხდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
18. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს წინასწარ ანგარიშსწორებას. წინასწარი გადახდის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იქნეს წინასწარ გადასახდელი თანხის პროცენტული ოდენობა შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებასთან მიმართებაში. ამავე დროს, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია იმ ფორმითა და მოქმედების ვადით, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული.
19. მიმწოდებელი და მისი სუბ - კონტაქტორები ვალდებულნი არიან გამოიყენონ წინასწარ მიღებული თანხები მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სამუშაოების განსახორციელებლად.
20. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს შეაჩეროს ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედება, თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება, თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ან არღვევს ხელშეკრულების პირობებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე