Article 5. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალებები, მეთოდი და მათი შერჩევის წესი
1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე - 6 მუხლის თანახმად სახელმწიფო შესყიდვის განხორცილება დასაშვებია შემდეგი საშუალებებით, მეთოდითა და წესით: ა) ღია ტენდერი; ბ) დახურული ტენდერი; გ) ფასთა კოტირების მეთოდი; დ) ერთ პირთან მოლაპარაკება; ე) ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის წესი.
2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე - 7 მუხლის თანახმად; ა) ღია ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 70000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში – 230000 ლარს; ბ) დახურული ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 25000 ლარს და ნაკლებია 70000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 120000 ლარს და ნაკლებია 230000 ლარზე.
3. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფასთა კოტირება, როგორც სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების გამარტივებული მეთოდი დასაშვებია საქონლის, მომსახურების და მცირე სახის სამუშაოების შესყიდვისათვის, რომელთა სავარაუდო ღირებულება აღემატება 10000 ლარს და ნაკლებია 25000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას აღემატება 50000 ლარს და ნაკლებია 120000 ლარზე.
