„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“
Article 10. იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებები
იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების პრივატიზებისას ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებებია: ა) მიიღოს მოიჯარის განცხადება საიჯარო მიწის პრივატიზების თაობაზე; ბ) განცხადების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გაეცნოს მოიჯარისა და საიჯარო მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას. დოკუმენტაციის სისწორის შემთხვევაში და გამოსასყიდი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენისთანავე გასცეს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ან გამოსასყიდი თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში გასცეს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი და დადოს იპოთეკის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებისა და იპოთეკის რეგისტრაციისათვის; გ) უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილების საჯაროობა. დ) (ამოღებულია). საქართველოს 2007 წლის 2 6 ოქტომბრ ის კანონი № 5425 - სსმ I, № 38 , 14 .
