1.საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) „ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ“; ბ) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესის შესახებ“.
2.2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ან/და მათი ნაწილები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ კანონს, იურიდიულ ძალას კარგავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებისთანავე. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1158 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
