Article 18. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეპარატების წარმოება
1. საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების წარმოება.
2. შესაბამისი ლიცენზიის მფლობელ იურიდიულ პირს უფლება აქვს აწარმოოს: ა) IV სიაში მითითებული, ფარმაცევტული წარმოებისათვის ნებადართული ფსიქოტროპული ნივთიერებები; ბ) პრეპარატები, რომლებიც შეიცავს III სიაში მითითებულ, ფარმაცევტულ საქმიანობაში გამოყენებისათვის ნებადართულ ნარკოტიკულ საშუალებებს, და მზა პროდუქციის სახით არ იქნება შეტანილი ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალში.
3. საქართველოში წარმოებისათვის ნებადართული პრეპარატების შემადგენლობაში III სიაში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების ზღვრულ ოდენობებს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
