Article 21. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შეძენა
Consolidation №13 Verified against the current consolidation · 22 May 2012
ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შეძენის უფლება აქვს: ა) ფიზიკურ პირს – სამკურნალო მიზნით, რეცეპტის საფუძველზე; ბ) შესაბამისი ლიცენზიის მფლობელ იურიდიულ პირს – აღნიშნულ საქმიანობაზე შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიული პირისაგან, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობის განხორციელების მიზნით.
