1.III და IV სიებში მითითებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მფლობელ იურიდიულ პირს.
2.II სიაში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით. ამ მიზნით შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებების მიმღებ ორგანიზაციათა ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3.ნარკოტიკული საშუალების შემოტანამდე ( გატანამდე ) შემომტანი (გამტანი) იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს წინასწარი ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3 1 . ფსიქოტროპული ნივთიერების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებამდე იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს წინასწარი ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
4.სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გატანის შემდეგ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოდან საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით მოითხოვს ინფორმაციას გატანილი ნივთიერებების რაოდენობისა და დანიშნულების ადგილამდე მიტანის შესახებ.
5.სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შემოტანის შემდეგ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით აწვდის ინფორმაციას შემოტანილი ნივთიერებების რაოდენობის შესახებ.
6.სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საქართველოში შემოტანის (საქართველოდან გატანის) შემდეგ საგადასახადო ორგანოები აფიქსირებენ შემოტანილი (გატანილი) ნივთიერებების რაოდენობას და ამ ინფორმაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზავნიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
7.საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ საბაჟო გამშვები პუნქტების ნუსხას, საიდანაც ნებადართული იქნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შემოტანა და გატანა, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების: ა) შემოტანა ან გატანა საფოსტო ყუთის ან ბანკის მისამართით; ბ) გატანა მიწერითი საბაჟო საწყობის/საბაჟო ტერმინალის მისამართით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ წინასწარ ნებართვაში მითითებულია მიწერითი საბაჟო საწყობი/საბაჟო ტერმინალი; გ) ტრანზიტი; დ) რეექსპორტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცი ა ახორციელებ ს პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას. 8 1 . აკრძალულია ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანა ან გატანა საფოსტო ყუთის ან ბანკის მისამართით.
9.ნარკოტიკული საშუალების წინასწარი ნებართვის გარეშე შემოტანის ან ფსიქოტროპული ნივთიერების წინასწარი ნებართვის გარეშე იმპორტის მცდელობისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს ტვირთის უკან დაბრუნებას მომწოდებლის ხარჯით.
10.საქართველოში სტიქიური უბედურების ან სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემომტანი და გამტანი იურიდიული პირები არ საჭიროებენ წინასწარ ნებართვას. ამ დროს შემოტანილი, სამკურნალო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვაზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის რეჟიმი.
11.სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესებს ამტკიცებს საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით . საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4267 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.426 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5858 – ვებგვერდი, 28.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5960 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.



