1.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2014 წლის 15 მაისამდე უზრუნველყონ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის შექმნის და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ერთობლივი ბრძანების გამოცემა და ამოქმედება.
2.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს იმ ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტით გაცემის სავალდებულოობის განსაზღვრა, რომლის შემადგენელი ერთი ან ერთზე მეტი ნივთიერება განეკუთვნება ამ კანონის №2 დანართით განსაზღვრულ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასს, მაგრამ რომელიც იმავდროულად არ ექვემდებარება რეცეპტით გაცემას.
