Article 37. პროფესიულ საქმიანობაზე დადგენილი შეზღუდვები
1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის, მორალური ფასეულობების, უფლებებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, ნარკომანიით დაავადებულ პირთა მიმართ საქართველოში დადგენილია შეზღუდვები ცალკეულ პროფესიულ საქმიანობებზე, მათ შორის, მომეტებული საფრთხის წყაროსთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პროფესიულ საქმიანობათა ნუსხას განსაზღვრავენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და იუსტიციის სამინისტროები. თავი VII ნარკოლოგიური დახმარება
