Article 34. ნარკოლოგიური დახმარების ზოგადი პრინციპები
1. ნარკომანიით დაავადებული პირის, I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან.
2 . ნარკომანიით დაავადებულ პირს , I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებელს ნარკოლოგიური დახმარება გაეწევა შესაბამის ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში , გა ნ ცხადებულად , კონფიდენციალურად ან ანონიმურად , ნებაყოფლობით . არასრულწლოვან პაციენტს ნარკოლოგიური დახმარება გაეწევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
3 . ნარკომანიით დაავადებული პირის , I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლის ნარკოტიკული საშუალებებით მკურნალობა აკრძალულია , გარდა სასიცოცხლო ჩვენებისა , სტაციონარის პირობებში შესაბამისი სტანდარტის, გაიდლაინის ან პროტოკოლის მიხედვით ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნის პერიოდისა , აგრეთვე ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განხორციელებისა . 3 1 . ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ იმ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული/სახელმწიფოს მართვაში მყოფი იურიდიული პირის მიერ. ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
