საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლება დაურეგისტრირებელი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების (ქონების მართვის) სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, თანდართული სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (აუქციონის, კონკურსის, იჯარა-გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის დროს) და მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Article 23. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოშობილი საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 15 Jan 2010
Topics:Property Registration





