„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“
Article 17. საკუთრებისა და იპოთეკის უფლებების რეგისტრაცია
ამ კანონის საფუძველზე პრივატიზებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრებისა და იპოთეკის უფლებები საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე, ერთიანად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების (აღიარების) თაობაზე საგადასახადო ორგანოს ცნობის გარეშე. საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება ასევე იპოთეკის უფლებაში ნებისმიერი ცვლილება ან იპოთეკის უფლების შეწყვეტა. საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრ ის კანონი №3877 - სსმ I, № 4 8, 22. 1 2.200 6 წ., მუხ. 3 19
