Article 22. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოშობილი საკუთრების უფლების ან/და იპოთეკის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის პირველადი რეგისტრაცია
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოშობილი საკუთრების უფლების ან/და იპოთეკის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი (პირდაპირი მიყიდვის, სპეციალური და ღია აუქციონის დროს); ბ) იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო წესით დამოწმების გარეშე) (იპოთეკის წარმოშობის რეგის-ტრაციისას); დოკუმენტი იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ცვლილების რეგისტრაციისას); საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მოწერილობა იპოთეკის გაუქმების ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვლდებულების შესრულების შესახებ ან სასამართლოს (საარბიტრაჟო) აქტი იპოთეკის გაუქმების შესახებ (შეწყვეტის რეგისტრაციისას); გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
