საწარმოს საწესდებო კაპიტალში უძრავი ნივთის შეტანით ან კაპიტალის შემცირების შედეგად შენატანის დაბრუნებით წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) შესაბამისად, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება საწესდებო კაპიტალში ქონების შეტანის ან კაპიტალის შემცირებისა და შენატანის პარტნიორისათვის დაბრუნების შესახებ; ბ) შესაბამისი სასამართლო ან საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი საწარმოს საწესდებო კაპიტალში ცვლილების შესახებ; გ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ე) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Article 34. საწარმოს საწესდებო კაპიტალში უძრავი ნივთის შეტანით ან კაპიტალის შემცირების შედეგად შენატანის დაბრუნებით წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 15 Jan 2010
Topics:Startup Legal Services

