Article 41. ამხანაგობის წევრის/წევრების მიერ მისი/მათი წილის შესაბამის უძრავ ნივთზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების რეგისტრაცია
ამხანაგობის წევრის/წევრების მიერ მისი/მათი წილის შესაბამის უძრავ ნივთზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) სანოტარო წესით დამოწმებული ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება ამხანაგობის თანასაკუთრების უძრავი ნივთის წევრებს შორის წილობრივად განაწილების შესახებ და ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა და ამხანაგობის თანასაკუთრების უძრავი ნივთის წევრებს შორის წილობრივად განაწილების უფლებამოსილება; ბ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
