Article 40. სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის (აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაცია
სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის (აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის (აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) ხელშეკრულება (აღნიშნული არ მოითხოვება კანონისმიერი სერვიტუტის შემთხვევაში) (უფლების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის (აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ცვლილების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის (აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე (შეწყვეტის რეგისტრაციისას); ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
