1.რკინიგზა ვალდებულია, ტვირთის გადაზიდვის განაცხადის, ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების ან ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფის ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე, დადგენილ ვადაში, დასატვირთად გამოყოს ტვირთის გადასაზიდად ვარგისი, ტვირთის ნარჩენებისა და ნაგვისაგან გაწმენდილი და, საჭიროების შემთხვევაში, გარეცხილი და დეზინფიცირებული ვაგონი (კონტეინერი).
2.გაუსუფთავებელი სატრანსპორტო საშუალების დასატვირთად მიწოდება დაიშვება ტვირთგამგზავნის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებას ასუფთავებს ტვირთგამგზავნი, თუ რკინიგზა მას აუნაზღაურებს გაწეულ ხარჯს. მხარეთა შეთანხმებით ტვირთგამგზავნს გამოეყოფა საკმარისი დრო ვაგონის (კონტეინერის) გასაწმენდად.
3.რკინიგზის სადგური ვალდებულია, ტვირთგამგზავნს შეატყობინოს საჭირო ვაგონის (კონტეინერის) დასატვირთად გამოყოფის დრო გამოყოფამდე არა უგვიანეს 2 საათისა.




