Article 74. საქონლის გადმოტვირთვა და გახსნა
1. საქონელი მისი გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გადმოიტვირთოს ან გადაიტვირთოს მხოლოდ საბაჟო ორგანოს თანხმობით, ამ ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ადგილზე. ამასთანავე, საბაჟო ორგანოს თანხმობა არ მოითხოვება გარდაუვალი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მთლიანი საქონლის ან მისი ნაწილის დაუყოვნებლივ გადმოტვირთვა. ამ შემთხვევაში შესაბამისი გარემოების შესახებ საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.
2. საბაჟო ორგანოს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს საქონლის გადმოტვირთვა და გახსნა მისი დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების ან ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
