Article 366
1. პრეტენზიისა და სარჩელის განცხადების უფლება აქვთ: ა) ტვირთის გამგზავნს გემის დაგვიანებით მიწოდების ან მიუწოდებლობის შემთხვევაში; ბ) ტვირთის დანაკლისის, დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში – ექსპედიტორს (ფორვადერს), ტვირთის მიმღებს ან გამგზავნს, იმ პირობით, თუ ის წარადგენს კონოსამენტს, აგრეთვე წერილობით ცნობას ან სათანადო საბუთს მოქმედი წესების შესაბამისად; გ) ტვირთის მიმღებს ტვირთის დაგვიანებით მიტანის ან გაცემის დაყოვნების შემთხვევაში, თუ იგი წარადგენს კონოსამენტს; დ) ბარგის დაკარგვის ან დაგვიანებით მიტანის შემთხვევაში – საბარგო ქვითრის წარმდგენს, ხოლო ბარგის დანაკლისის ან დაზიანების შემთხვევაში – წერილობითი ცნობის წარმდგენს; ე) გადატანის ხარჯების გადამეტების შემთხვევაში – ტვირთის გამგზავნს ან მიმღებს, თუ ისინი წარმოადგენენ კონოსამენტს.
2. თუ ტვირთის გადატანა ხდება საზღვაო ზედნადების საფუძველზე, მაშინ პრეტენზიის განმცხადებელმა კონოსამენტის ნაცვლად უნდა წარადგინოს საზღვაო ზედნადები, ხოლო ზედნადებით გადასატანი ტვირთის დაკარგვის შემთხვევაში – ქვითარი.
3. წერილობითი ცნობის უქონლობა არ ართმევს მოცემულ პირს პრეტენზიის განცხადებისა და სარჩელის წაყენების უფლებას, თუ დამტკიცდა, რომ წერილობითი ცნობის შედგენაზე მას უარი ეთქვა და ეს უარი გასაჩივრდა.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
