„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 29. აღრიცხვა-ანგარიშგება
1. დამფუძნებელი ვალდებულია: ა) აწარმოოს მის მიერ დაფუძნებული ყველა საპენსიო სქემის აღრიცხვა ცალ-ცალკე და განაცალკევოს საპენსიო აქტივის დანაგროვი საკუთარი ქონებისაგან; ბ) გახსნას ცალკე საბანკო ანგარიში არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განსახორციელებლად; გ) აწარმოოს გადახდილი საპენსიო შენატანების, საპენსიო დანაგროვებისა და გაცემული პენსიების აღრიცხვა; დ) განახორციელოს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად, თუ ეს დამფუძნებელი ამ შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტია.
2. დამფუძნებლები კვარტალში ერთხელ და წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენენ ანგარიშს. წლიურ ანგარიშში უნდა აისახოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ანგარიშებისა და ანგარიშგების წარმოების სისწორის იმ აქტივების შეფარდებითი ღირებულების შესახებ, სადაც განთავსებულია საპენსიო, მათ შორის, მუდმივი პენსიის გაცემის დანაგროვები.
