ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების საშუალებებია: ა) მინერალური და ორგანული სასუქები, აგრომადნეულები, ქიმიური მელიორანტები, წარმოების ნარჩენები; ბ) ორგანული სასუქების ადგილობრივი რესურსები (ტორფი, ნაკელი, საპროპელი, ბიოჰუმუსი, ორგანული ნარჩენები და სხვა), თესლბრუნვები, ბიოლოგიური მიწათმოქმედება; გ) ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების ბიოლოგიური მეთოდები – ქიმიური პროდუქტების ალტერნატიული საშუალებები; დ) მელიორანტები (კირქვა, დოლომიტი, მერგელი, გლაუკონიტიანი თიხები, ფოსფატები, ბენტონიტები, წარმოების ნარჩენები და სხვა); ე) ნიადაგების ეროზიის საწინააღმდეგო აგროსატყეო, ჰიდროტექნიკური, ორგანიზაციულ-სამეურნეო და აგროტექნიკური ღონისძიებები; ვ) მაღალმთიან და მთიან რეგიონებში საძოვართმორიგეობის დამკვიდრება; ზ) ნიადაგების დამუშავების პროგრესული ტექნოლოგიები, ირიგაცია, დრენაჟი და სრულყოფილი სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღები. თავი III. ნიადაგების კონსერვაციასა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ურთიერთობები
ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ
Article 6. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების საშუალებები
Consolidation №10 Verified against the current consolidation · 30 Jun 2023
Topics:Forestry
