Article 26. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ იარაღის საქართველოში შეძენა, შემოტანა და საქართველოდან გატანა
1. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში შეიძინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, სასიგნალო იარაღი და გაზის (აირის) იარაღი ან/და საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, სასიგნალო იარაღი და გაზის (აირის) იარაღი საქართველოდან გაიტანოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. 1 1 . უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, აღნიშნული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა (მაგრამ არაუმეტეს 500 ერთეული ვაზნისა), აგრეთვე სასიგნალო იარაღი ან/და ამ იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა (არაუმეტეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რაოდენობისა), თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებართვა, ხოლო ექსპონირებაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვა. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილი უნდა იქნეს იმ ვადაში, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისად კონტრაქტით (ხელშ ეკრულებით) ან მოწვევით. 2 1 . უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს ამ კანონის მე-19 მუხლის 8 1 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღი, თუ არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საფუძვლები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში ხდება იარაღის დროებითი ამოღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკითხის გადაწყვეტამდე.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, ნადირობის მიზნით საქართველოში შემოიტანოს და საქართველოდან გაიტანოს კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და სასიგნალო იარაღი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მიღების გარეშე. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
იარაღის შესახებ
