Article 27. ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმება ან გაუცემლობა
Consolidation №86 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
1.ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზია (ნებართვა) უქმდება შემდეგ შემთხვევებში: ა) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ ლიცენზიაზე (ნებართვაზე) ნებაყოფლობით უარის თქმისას; ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ მიერ ლიცენზიის (ნებართვის) პირობების ან/და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას; გ) უვარგისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში დადგენილი წესით ჩაბარებისას; გ 1 ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში იარაღის ჩამოწერისას ან გასხვისებისას; დ) იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისას; დ 1 ) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ფსიქიკურად დაავადდა ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მის მიერ ამ ლიცენზიით (ნებართვით) სარგებლობას და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსთვის; დ 2 ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100) ; დ 3 ) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; დ 4 ) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადდა და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსთვის; დ 5 ) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ეს წესი არ ვრცელდება ნასამართლობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე−191-ე, 192 1 , 192 2 , 195 1 , 196-ე, 198 1 , 199-ე, 201-ე, 202-ე, 203-ე, 204 1 , 205-ე, 206-ე−208-ე და 213-ე მუხლებით, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით, 217-ე, 219-ე, 220-ე, 220 1 და 276-ე მუხლებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 337-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაზე; დ 6 ) თუ შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მფლობელმა ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175 2 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; დ 7 ) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეეფარდა; დ 8 ) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაცია შეეფარდა (ამ შემთხვევაში უქმდება მხოლოდ აღნიშნულ იარაღზე არსებული შესაბამისი ნებართვა (ლიცენზია)); ე) საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
2.ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა, თუ: ა) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი ფსიქიკურად არის დაავადებული ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიის (ნებართვის) მიღებას; ბ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100) ; გ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; დ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით არის დაავადებული; ე) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი ბრალდებულია (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ 5 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ 5 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და იგი მსჯავრდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 126 1 და 137-ე−139-ე მუხლებით, 142 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 142 2 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე−143 2 მუხლებით, 143 3 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე–144 3 , 147-ე, 149-ე−151 1 და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 222 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 227 1 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 227 2 მუხლით, 227 3 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 255 1 , 256-ე, 257-ე, 259 2 და 259 5 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 322 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 322 2 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 331 2 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 344 1 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 353 1 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 378 1 , 379-ე, 381 1 , 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებითა და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასული არ არის 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ან 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში. ამ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია ამავე ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმით პირის მსჯავრდებასთან, არ ვრცელდება სანადირო ცეცხლსასროლ იარაღსა და სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღზე (გარდა სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა) ლიცენზიის (ნებართვის) გაცემაზე; ვ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეეფარდა და ამ სახდელის ვადა გასული არ არის; ვ 1 ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელს ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175 2 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და იმ ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც პირი აღარ ითვლება ადმინისტრაციულსახდელდადებულად, გასული არ არის 3 წელზე მეტი; ვ 2 ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი დეპორტირებულია სხვა სახელმწიფოდან ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ან/და იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენის გამო და ამ დანაშაულის საქართველოში ჩადენის შემთხვევაში იარსებებდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ვ 3 ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელმა სხვა სახელმწიფოში ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც საქართველოში ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული დანაშაულისათვის, და მისი ჩამდენი პირის მიმართ იარსებებდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ზ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს არ შესრულებია 18 წელი, გარდა ამ პუნქტის „ზ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ზ 1 ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა და სასიგნალო იარაღისა) ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის მაძიებელს 21 წელი არ შესრულებია; ზ 2 ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელმა წარმატებით ვერ ჩააბარა შესაბამისი გამოცდა ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ან არ წარადგინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ზ 3 ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელმა არ წარადგინა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა; თ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი პირის მიმართ გამოცემულია დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი – ამ ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით; ი) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2 1 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ ნებართვას გასცემს ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, თუ: ა) ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, სასიგნალო იარაღი ან გაზის (აირის) იარაღი; ბ) ნებართვის მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 2 2 . ამ მუხლის 2 1 პუნქტით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა ვიზუალური დაკვირვების შედეგად გამოავლინა ნებართვის მაძიებლის აშკარა ფიზიკური დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ ნებართვის მიღებას; ბ) ნებართვის მაძიებელი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები. გ) არსებობს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული სხვა გარემოებები. 2 3 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ 2 “ და „ვ 3 “ ქვეპუნქტების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კანონის მე-16 და მე-18 მუხლების „გ“, „დ.ა“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 9 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებსა და „ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების მაძიებლებზე, გარდა ამ მუხლის 2 5 პუნქტით განსაზღვრული პირებისა. 2 4 . ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა და იმ ნებართვებისა, რომლებსაც გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), აგრეთვე „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა) მაძიებლები ვალდებული არიან შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინონ ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 2 5 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ 2 “ და „ვ 3 “ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონით და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტრანზიტის ნებართვის მაძიებელ უცხო ქვეყნის რეზიდენტზე. 2 6 . თუ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულია დანაშაულის ჩამდენი პირისათვის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადით, გამოიყენება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისი ნორმები . 2 7 . თუ დანაშაულის ჩამდენი პირისათვის გათვალისწინებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენის საფუძველზე იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადით ჩამორთმევა, გამოიყენება სასამართლოს განაჩენით დადგენილი ვადა.
3.შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიმართ გამოცემული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ ლიცენზიაზე/ნებართვაზე, რომლის გაცემის ერთ-ერთი საფუძველი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია. 3 1 . თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე ცნობილი გახდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ 6 “−„დ 8 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოების შესახებ, ეს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის ავტომატურად გაუქმების საფუძველია. 3 2 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვის გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
4.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდენს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, ახალი დანაშაულისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ 4-წლიან, 8-წლიან ან 12-წლიან ვადას სრულად დაემატება წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის დადგენილი 4-წლიანი, 8-წლიანი ან 12-წლიანი ვადა.
5.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ, იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული 4-წლიანი, 8-წლიანი ან 12-წლიანი ვადის ამოწურვამდე კვლავ ჩაიდენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ვადა დაემატება ახალი დანაშაულისთვის დადგენილ 4-წლიან, 8-წლიან ან 12-წლიან ვადას. 5 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ 5 “ და „დ 7 “ ქვეპუნქტებით, აგრეთვე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“, „ვ 2 “ და „ვ 3 “ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება სასიგნალო იარაღზე ნებართვის გაცემის ან გაუქმების შემთხვევაზე.
6.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესი და დამატებითი პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
7.ამ მუხლით გათვალისწინებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მოქმედების ვადაა 1 წელი.
8.ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად საჭირო მონაცემები მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან, აგრეთვე ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
9.ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია.
10.ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნისა და წარმოების, აგრეთვე ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებულ მონაცემთა მოპოვებისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3144 - სსმ I, №20 09.06.2006 წ., მუხ.172 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511 საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონი №3671 - ვებგვერდი, 04.06.2015წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5455 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2397 – ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5756 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1143 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.
Change comparison· previous → current wording
1. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზია (ნებართვა) უქმდება შემდეგ შემთხვევებში: ა) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ ლიცენზიაზე (ნებართვაზე) ნებაყოფლობით უარის თქმისას; ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ მიერ ლიცენზიის (ნებართვის) პირობების ან/და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას; გ) უვარგისი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში დადგენილი წესით ჩაბარებისას; გ 1 ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში იარაღის ჩამოწერისას ან გასხვისებისას; დ) იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისას; დ 1 ) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ფსიქიკურად დაავადდა ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მის მიერ ამ ლიცენზიით (ნებართვით) სარგებლობას და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსთვის; დ 2 ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100) ; დ 3 ) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; დ 4 ) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადდა და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსთვის; დ 5 ) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ეს წესი არ ვრცელდება ნასამართლობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე−191-ე, 192 1 , 192 2 , 195 1 , 196-ე, 198 1 , 199-ე, 201-ე, 202-ე, 203-ე, 204 1 , 205-ე, 206-ე−208-ე და 213-ე მუხლებით, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით, 217-ე, 219-ე, 220-ე, 220 1 და 276-ე მუხლებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 337-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაზე; დ 6 ) თუ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მფლობელმა ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175 2 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; დ 7 ) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეეფარდა; დ 8 ) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაცია შეეფარდა (ამ შემთხვევაში უქმდება მხოლოდ აღნიშნულ იარაღზე არსებული შესაბამისი ნებართვა (ლიცენზია)); ე) საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 2. ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა, თუ: ა) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი ფსიქიკურად არის დაავადებული ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიის (ნებართვის) მიღებას; ბ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100) ; გ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; დ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით არის დაავადებული; ე) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი ბრალდებულია (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ 5 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ 5 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და იგი მსჯავრდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 126 1 და 137-ე−139-ე მუხლებით, 142 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 142 2 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე−143 2 მუხლებით, 143 3 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე–144 3 , 147-ე, 149-ე−151 1 და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 222 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 227 1 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 227 2 მუხლით, 227 3 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 255 1 , 256-ე, 257-ე, 259 2 და 259 5 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 322 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 322 2 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 331 2 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 344 1 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 353 1 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 378 1 , 379-ე, 381 1 , 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებითა და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასული არ არის 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ან 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში. ამ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია ამავე ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმით პირის მსჯავრდებასთან, არ ვრცელდება სანადირო ცეცხლსასროლ იარაღსა და სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღზე (გარდა სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა) ლიცენზიის (ნებართვის) გაცემაზე; ვ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეეფარდა და ამ სახდელის ვადა გასული არ არის; ვ 1 ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელს ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175 2 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და იმ ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც პირი აღარ ითვლება ადმინისტრაციულსახდელდადებულად, გასული არ არის 3 წელზე მეტი; ვ 2 ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი დეპორტირებულია სხვა სახელმწიფოდან ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ან/და იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენის გამო და ამ დანაშაულის საქართველოში ჩადენის შემთხვევაში იარსებებდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ვ 3 ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელმა სხვა სახელმწიფოში ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც საქართველოში ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული დანაშაულისათვის, და მისი ჩამდენი პირის მიმართ იარსებებდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ზ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს არ შესრულებია 18 წელი, გარდა ამ პუნქტის „ზ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ზ 1 ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა და სასიგნალო იარაღისა) ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის მაძიებელს 21 წელი არ შესრულებია; ზ 2 ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელმა წარმატებით ვერ ჩააბარა შესაბამისი გამოცდა ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ან არ წარადგინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ზ 3 ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელმა არ წარადგინა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა; თ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი პირის მიმართ გამოცემულია დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი – ამ ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით; ი) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2 1 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ ნებართვას გასცემს ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, თუ: ა) ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, სასიგნალო იარაღი ან გაზის (აირის) იარაღი; ბ) ნებართვის მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 2 2 . ამ მუხლის 2 1 პუნქტით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ვიზუალური დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ნებართვის მაძიებლის აშკარა ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ ნებართვის მიღებას; ბ) ნებართვის მაძიებელი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ; [ 2 1 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ ნებართვას გასცემს ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, თუ: ა) ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, სასიგნალო იარაღი ან გაზის (აირის) იარაღი; ბ) ნებართვის მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 2 2 . ამ მუხლის 2 1 პუნქტით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა ვიზუალური დაკვირვების შედეგად გამოავლინა ნებართვის მაძიებლის აშკარა ფიზიკური დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ ნებართვის მიღებას; ბ) ნებართვის მაძიებელი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] გ) არსებობს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული სხვა გარემოებები. 2 3 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ 2 “ და „ვ 3 “ ქვეპუნქტების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კანონის მე-16 და მე-18 მუხლების „გ“, „დ.ა“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 9 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებსა და „ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების მაძიებლებზე, გარდა ამ მუხლის 2 5 პუნქტით განსაზღვრული პირებისა. 2 4 . ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა და იმ ნებართვებისა, რომლებსაც გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), აგრეთვე „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა) მაძიებლები ვალდებული არიან შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინონ ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 2 5 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ 2 “ და „ვ 3 “ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონით და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტრანზიტის ნებართვის მაძიებელ უცხო ქვეყნის რეზიდენტზე. 2 6 . თუ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულია დანაშაულის ჩამდენი პირისათვის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადით, გამოიყენება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისი ნორმები . 2 7 . თუ დანაშაულის ჩამდენი პირისათვის გათვალისწინებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენის საფუძველზე იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადით ჩამორთმევა, გამოიყენება სასამართლოს განაჩენით დადგენილი ვადა. 3. შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიმართ გამოცემული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ ლიცენზიაზე/ნებართვაზე, რომლის გაცემის ერთ-ერთი საფუძველი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია. 3 1 . თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე ცნობილი გახდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ 6 “−„დ 8 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოების შესახებ, ეს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის ავტომატურად გაუქმების საფუძველია. 3 2 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვის გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდენს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, ახალი დანაშაულისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ 4-წლიან, 8-წლიან ან 12-წლიან ვადას სრულად დაემატება წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის დადგენილი 4-წლიანი, 8-წლიანი ან 12-წლიანი ვადა. 5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ, იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული 4-წლიანი, 8-წლიანი ან 12-წლიანი ვადის ამოწურვამდე კვლავ ჩაიდენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ვადა დაემატება ახალი დანაშაულისთვის დადგენილ 4-წლიან, 8-წლიან ან 12-წლიან ვადას. 5 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ 5 “ და „დ 7 “ ქვეპუნქტებით, აგრეთვე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“, „ვ 2 “ და „ვ 3 “ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება სასიგნალო იარაღზე ნებართვის გაცემის ან გაუქმების შემთხვევაზე. 6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესი და დამატებითი პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. [ 7. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მოქმედების ვადაა 1 წელი. 8. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად საჭირო მონაცემები მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან, აგრეთვე ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. 9. ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია. 10. ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნისა და წარმოების, აგრეთვე ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებულ მონაცემთა მოპოვებისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3144 - სსმ I, №20 09.06.2006 წ., მუხ.172 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511 საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონი №3671 - ვებგვერდი, 04.06.2015წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5455 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2397 – ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5756 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1143 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.
Compare versions
1. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზია (ნებართვა) უქმდება შემდეგ შემთხვევებში: ა) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ ლიცენზიაზე (ნებართვაზე) ნებაყოფლობით უარის თქმისას; ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ მიერ ლიცენზიის (ნებართვის) პირობების ან/და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას; გ) უვარგისი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში დადგენილი წესით ჩაბარებისას; გ 1 ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში იარაღის ჩამოწერისას ან გასხვისებისას; დ) იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისას; დ 1 ) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ფსიქიკურად დაავადდა ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მის მიერ ამ ლიცენზიით (ნებართვით) სარგებლობას და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსთვის; დ 2 ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100) ; დ 3 ) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; დ 4 ) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადდა და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსთვის; დ 5 ) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ეს წესი არ ვრცელდება ნასამართლობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე−191-ე, 192 1 , 192 2 , 195 1 , 196-ე, 198 1 , 199-ე, 201-ე, 202-ე, 203-ე, 204 1 , 205-ე, 206-ე−208-ე და 213-ე მუხლებით, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით, 217-ე, 219-ე, 220-ე, 220 1 და 276-ე მუხლებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 337-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაზე; დ 6 ) თუ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მფლობელმა ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175 2 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; დ 7 ) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეეფარდა; დ 8 ) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაცია შეეფარდა (ამ შემთხვევაში უქმდება მხოლოდ აღნიშნულ იარაღზე არსებული შესაბამისი ნებართვა (ლიცენზია)); ე) საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 2. ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა, თუ: ა) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი ფსიქიკურად არის დაავადებული ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიის (ნებართვის) მიღებას; ბ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100) ; გ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; დ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით არის დაავადებული; ე) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი ბრალდებულია (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ 5 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ 5 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და იგი მსჯავრდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 126 1 და 137-ე−139-ე მუხლებით, 142 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 142 2 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე−143 2 მუხლებით, 143 3 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე–144 3 , 147-ე, 149-ე−151 1 და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 222 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 227 1 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 227 2 მუხლით, 227 3 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 255 1 , 256-ე, 257-ე, 259 2 და 259 5 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 322 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 322 2 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 331 2 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 344 1 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 353 1 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 378 1 , 379-ე, 381 1 , 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებითა და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასული არ არის 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ან 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში. ამ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია ამავე ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმით პირის მსჯავრდებასთან, არ ვრცელდება სანადირო ცეცხლსასროლ იარაღსა და სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღზე (გარდა სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა) ლიცენზიის (ნებართვის) გაცემაზე; ვ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეეფარდა და ამ სახდელის ვადა გასული არ არის; ვ 1 ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელს ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175 2 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და იმ ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც პირი აღარ ითვლება ადმინისტრაციულსახდელდადებულად, გასული არ არის 3 წელზე მეტი; ვ 2 ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი დეპორტირებულია სხვა სახელმწიფოდან ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ან/და იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენის გამო და ამ დანაშაულის საქართველოში ჩადენის შემთხვევაში იარსებებდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ვ 3 ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელმა სხვა სახელმწიფოში ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც საქართველოში ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული დანაშაულისათვის, და მისი ჩამდენი პირის მიმართ იარსებებდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ზ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს არ შესრულებია 18 წელი, გარდა ამ პუნქტის „ზ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ზ 1 ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა) და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვებისა) მაძიებელს არ შესრულებია 21 წელი; [ზ 1 ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა და სასიგნალო იარაღისა) ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის მაძიებელს 21 წელი არ შესრულებია; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] ზ 2 ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელმა წარმატებით ვერ ჩააბარა შესაბამისი გამოცდა ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ან არ წარადგინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ზ 3 ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელმა არ წარადგინა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა; თ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი პირის მიმართ გამოცემულია დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი – ამ ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით; ი) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2 1 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ ნებართვას გასცემს ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, თუ: ა) ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი; [ა) ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, სასიგნალო იარაღი ან გაზის (აირის) იარაღი; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] ბ) ნებართვის მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 2 2 . ამ მუხლის 2 1 პუნქტით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ვიზუალური დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ნებართვის მაძიებლის აშკარა ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ ნებართვის მიღებას; ბ) ნებართვის მაძიებელი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ; გ) არსებობს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული სხვა გარემოებები. 2 3 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ 2 “ და „ვ 3 “ ქვეპუნქტების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კანონის მე-16 და მე-18 მუხლების „გ“, „დ.ა“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 9 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებსა და „ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების მაძიებლებზე, გარდა ამ მუხლის 2 5 პუნქტით განსაზღვრული პირებისა. 2 4 . ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა და იმ ნებართვებისა, რომლებსაც გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), აგრეთვე „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა) მაძიებლები ვალდებული არიან შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინონ ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 2 5 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ 2 “ და „ვ 3 “ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონით და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტრანზიტის ნებართვის მაძიებელ უცხო ქვეყნის რეზიდენტზე. 2 6 . თუ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულია დანაშაულის ჩამდენი პირისათვის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადით, გამოიყენება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისი ნორმები . 2 7 . თუ დანაშაულის ჩამდენი პირისათვის გათვალისწინებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენის საფუძველზე იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადით ჩამორთმევა, გამოიყენება სასამართლოს განაჩენით დადგენილი ვადა. 3. შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიმართ გამოცემული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ ლიცენზიაზე/ნებართვაზე, რომლის გაცემის ერთ-ერთი საფუძველი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია. 3 1 . თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე ცნობილი გახდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ 6 “−„დ 8 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოების შესახებ, ეს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის ავტომატურად გაუქმების საფუძველია. 3 2 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვის გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდენს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, ახალი დანაშაულისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ 4-წლიან, 8-წლიან ან 12-წლიან ვადას სრულად დაემატება წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის დადგენილი 4-წლიანი, 8-წლიანი ან 12-წლიანი ვადა. 5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ, იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული 4-წლიანი, 8-წლიანი ან 12-წლიანი ვადის ამოწურვამდე კვლავ ჩაიდენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ვადა დაემატება ახალი დანაშაულისთვის დადგენილ 4-წლიან, 8-წლიან ან 12-წლიან ვადას. [5 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ 5 “ და „დ 7 “ ქვეპუნქტებით, აგრეთვე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“, „ვ 2 “ და „ვ 3 “ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება სასიგნალო იარაღზე ნებართვის გაცემის ან გაუქმების შემთხვევაზე. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] 6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესი და დამატებითი პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3144 - სსმ I, №20 09.06.2006 წ., მუხ.172 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511 საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონი №3671 - ვებგვერდი, 04.06.2015წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5455 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2397 – ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5756 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.
The story of this article· 2
The amendments this article has been through
· published 15 Dec 2025
Reformulates paras 2^1 & 2^2. Simplifies permit process for those already registered firearm owners. Details on health certificate validity and data verification are delegated to government decree.
Revised: age requirements for permits (excluding hunting/sport/signal arms); simplified permitting grounds including signal weapons; some requirements do not apply to signal weapon permits.
CitationRelated by meaningიარაღის შესახებლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს სისხლის სა…ნარკოტიკული დანაშაულის…საქართველოს ადმინისტრა…სქესობრივი თავისუფლები…