1.იარაღის ჩამორთმევა ხდება: ა) ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) არარსებობისას; ბ) ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებისას; გ) იარაღის ბრუნვის წესების დარღვევის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა; ე) მოძალადისათვის მის მიმართ გამოცემული დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით; ე 1 ) ამ კანონის 27 2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
