1.შესაბამისი ნებართვის მქონე პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის ან/და გადაგზავნის წესების დარღვევა, რამაც ამ იარაღის დაკარგვა გამოიწვია, ან მის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის შესახებ პოლიციისთვის შეუტყობინებლობა, ან პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში ამ პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის წარდგენაზე უარის თქმა ან მისი წარდგენის შეუძლებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
