Article 4. სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები
1. სამოქალაქო იარაღი არის იარაღი, რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში და რომელსაც ფიზიკური პირი თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო ან ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში ან ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის იყენებს.
2. სამოქალაქო იარაღის სახეებია: ა) თავდაცვის იარაღი; ბ) სპორტული იარაღი; გ) სანადირო იარაღი; გ 1 ) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა; დ) საკოლექციო იარაღი; ე) სასიგნალო იარაღი; ვ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი; ზ) კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
