Article 6. სპორტული იარაღი
1. სპორტული იარაღი არის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული: ა) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი: ა.ა) სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი; ა.ბ) სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი; ბ) სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი; გ) სპორტული პნევმატური იარაღი: გ.ა) სპორტული მოკლე პნევმატური იარაღი; გ.ბ) სპორტული გრძელი პნევმატური იარაღი.
2. სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხა/სია მტკიცდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
3. სპორტული პნევმატური იარაღების ნუსხა/სია შეიძლება დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
