სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ქონების სარგებლობაში გადაცემა ხდება ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, კონკურსის ან აუქციონის საფუძველზე ან მათ გარეშე. ქონების სარგებლობაში გადაცემისას მიეთითება მისი ნარჩენი საბალანსო ღირებულება.
2.უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემა საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს იმ სახელმწიფო ორგანომ, ფიზიკურმა პირმა, საჯარო სამართლის ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელსაც სარგებლობაში გადაეცა ქონება.
3.აკრძალულია სარგებლობაში გადაცემული ქონების იპოთეკით დატვირთვა, დაგირავება, სერვიტუტით დატვირთვა, უძრავ ნივთზე სხვაგვარი განკარგვითი გარიგების დადება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც იწვევს ქონების მესაკუთრის შეცვლას, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2010წლის 23 მარტის კანონი №2792-სსმI, №14, 30.03.2010წ., მუხ.81
The amendments this article has been through
The clause reiterating that asset transfer includes stating residual balance value remains unchanged despite textual edits; this is a restatement, not a change in substance.
amending act №91846These lawyers work in the legal area related to this article.