1.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის.
3.მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე.
4.მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5.პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6.მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცეს სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, საწარმოს, რომლის წილის ან აქციათა 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან მხოლოდ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
7.მუნიციპალიტეტის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის (რწმუნებულის) წერილობითი მოთხოვნის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხადოს ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური, სათანადო პერიოდში ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან ქონებით სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. აღნიშნული ქონების მიმართ განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ .
Describe your situation — we'll help you find the right specialist.