1.ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის ფორმებია: ა) პირობებიანი ან უპირობო აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა/მართვის უფლებით გადაცემა; გ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; დ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
2.ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემას ახორციელებს სამინისტრო.
3.ქონების პირდაპირი მიყიდვის და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი წესით.
4.სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან, რომელიც უზრუნველყოფს უძრავი ქონების პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას.






