„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“
Article 7. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი
1. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს უძრავი ნივთი გადაეცემა სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, კონკურსის ან აუქციონის საფუძველზე, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, იმ სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომელსაც ეს ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული. თუ უძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
2. ფიზიკური პირისათვის და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, კონკურსის ან აუქციონის გარეშე გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.
3. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იმ უძრავ ნივთებს, რომელთა პრივატიზება აკრძალულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით, უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, კონკურსის ან აუქციონის გარეშე გადასცემს მხოლოდ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაშია წილის (აქციების) 50% ან 50%-ზე მეტი. საქართველოს 2010წლის 23 მარტის კანონი №2792-სსმI, №14, 30.03.2010წ., მუხ.81 თავი III გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
