შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.თუ მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაადგენს, რომ საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის მსურველი მიმღებ სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები პირები ( პირი) აკმაყოფილებენ ( აკმაყოფილებს) ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და მზად არიან ( არის) ბავშვის შვილად აყვანისთვის, იგი ცენტრალურ ორგანოს უგზავნის ანგარიშს. ეს ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შვილად აყვანის მსურველი პირების ( პირის) ვინაობის, წარმომავლობის, სოციალური გარემოს, კანონთან კონფლიქტის არსებობის/ არარსებობის, სამედიცინო ისტორიის, ბავშვის შვილად აყვანისთვის საჭირო უნარების და სასურველი შვილად ასაყვანი ბავშვის მახასიათებლების ( ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, სქესი, რელიგიური კუთვნილება, წარმომავლობა, ეროვნება) შესახებ.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშს უნდა დაერთოს: ა) შვილად აყვანის მსურველი პირების ( პირის) საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ( პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლები; ბ) შვილად აყვანის მსურველი პირების ( პირის) შესაბამის უცხო ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი ( ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) რეგისტრირებული ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი – მშვილებლების მიერ ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში; განქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი – მშვილებლების ( მშვილებლის) განქორწინების შემთხვევაში; გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი – მშვილებლის მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში; დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) მატერიალური/ ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) სამედიცინო- ნარკოლოგიური შემოწმების/ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების შესახებ დოკუმენტი; ზ) ნასამართლობის შესახებ დოკუმენტი; თუ მშვილებლების ( მშვილებლის) ოჯახში სხვა პირები ცხოვრობენ – მათი ნასამართლობის შესახებ დოკუმენტები. შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს წარმოშობის სახელმწიფოში დადგენილი წესით; თ) კომპეტენტური ორგანოს რეკომენდაცია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ; ი) შვილად აყვანის მსურველი პირების ( პირის) მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი ( თუ მისი გავლის შესახებ ანგარიშში მითითებული არ არის).
3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4.თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირებს ( პირს) სურთ ( სურს) შვილად აიყვანონ ( აიყვანოს) საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვი, რომელიც მათი ( მისი) ნათესავია, ცენტრალური ორგანოსთვის გაგზავნილ ანგარიშს უნდა დაერთოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
These lawyers work in the legal area related to this article.