1.განცხადებაში შვილად აყვანის შესახებ მითითებული უნდა იყოს მონაცემები შვილად ასაყვანისა და მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ, აგრეთვე გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შვილება ხდება ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის.
2.განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) მეუღლის თანხმობა, როცა ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს; ბ) გასაშვილებელი ბავშვის მშობლების თანხმობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3.სასამართლოს შეუძლია, განმცხადებლის თხოვნით ან თავისი ინიციატივით გამოითხოვოს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
4.შვილად აყვანის საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება. მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ ღია სასამართლო სხდომის გამართვა. თუ მშვილებელი (მშვილებლები) და 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვი ან მისი წარმომადგენელი ვერ თანხმდებიან, სასამართლო სხდომა დახურული იყოს თუ ღია, საკითხს სასამართლო წყვეტს. 10 წლამდე ბავშვის სასამართლო სხდომაზე დასწრების შემთხვევაში სასამართლო აღნიშნულ საკითხს მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით წყვეტს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64 საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2078 – სსმ I, №24(31), 26.07.1999 წ., მუხ.112 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2385 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.402 საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №753 - ვებგვერდი, 24.05.2017წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5014 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5914 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.






