საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 1279. ბავშვისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება
ბავშვისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) სასამართლო აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის ორივე მშობლისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვის ან ჩამორთმევის შესახებ; ბ) შეჩერებულია მშობლის უფლებები და მოვალეობები; გ) გარდაცვლილია ბავშვის ორივე მშობელი; დ) ბავშვისათვის დანიშნული მეურვე გარდაიცვალა ან მას თავისი ფუნქციები ჩამოერთვა; ე) სასამართლო ბავშვს მიტოვებულად აღიარებს; ვ) მშობელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის აღიარებული. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414 საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
