საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 1200. შვილების აღზრდა მშობლების ურთიერთშეთანხმებით
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
1. შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.
2. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414
