Article 69. განცხადების განხილვის ვადა
Consolidation №26 Verified against the current consolidation · 17 Sept 2024
1. პირის სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია ხორციელდება სათანადო განცხადების წარდგენიდან მე-60 კალენდარულ დღეს.
2. ამ თავით გათვალისწინებული საფუძვლით პირის სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნისას დაჩქარებული მომსახურების გაწევა დაუშვებელია. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018წ. თავი VIII. გარდაცვალების რეგისტრაცია
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
