სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო არ ახორციელებს ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანას სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში. თავი X. სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია მუხლი 83. სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია 1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს, თუ: ა) დაკარგულია ან განადგურებულია და არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; ბ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტი, რომლის რეგისტრაცია საქართველოში არ განხორციელებულა.
