Article 90. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დასადგენი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები
1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ამ თავით განსაზღვრული წესით ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტებს: ა) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტს; ბ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს; გ) პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტს; დ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტს.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი.
3. საზღვარგარეთ მომხდარ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადგენს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, მისი არასრულწლოვანი შვილის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიმართ.
4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები საქართველოში მცხოვრები იმ პირის მიმართ, რომლის მოქალაქეობრივი სტატუსი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების განხილვის მომენტისთვის გაურკვეველია, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირს შეიძლება დაუდგინდეს საქართველოს მოქალაქეობა.
5. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შეუძლებელია ან დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №50 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სამოქალაქო აქტების შესახებ
