1.აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი სააგენტოს ეგზავნება დაუყოვნებლივ, ამ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
1.აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი სააგენტოს ეგზავნება დაუყოვნებლივ, ამ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე.
Closest in meaning — including in other laws
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Always up-to-date legal framework
3.პრობაციის ბიუროს უფროსი მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყებისა და დამთავრების შესახებ წერილობით, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს ამ აქტის მიმღებ ორგანოს.
4.თუ მსჯავრდებული არ ცხოვრობს სასამართლოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტში მითითებულ მისამართზე ან ცხოვრობს ამ მისამართზე, მაგრამ თავს არიდებს პრობაციის ბიუროში გამოცხადებას, პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის აქტის მიმღებ სასამართლოს.
5.მსჯავრდებულის ძებნის პროცესში საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება.
6.მსჯავრდებული ვალდებულია აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 5 დღისა გამოცხადდეს ამ სამართლებრივ აქტში მითითებულ პრობაციის ბიუროში სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით თავის უფლება-მოვალეობათა გაცნობისა და პრობაციის ბიუროს მიერ მის მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. პრობაციის ოფიცერი პრობაციის ბიუროში გამოცხადებულ მსჯავრდებულს აცნობს მის უფლება-მოვალეობებს და მათი შეუსრულებლობის შესაძლო შედეგებს, რის შესახებაც ადგენს შესაბამის ოქმს.
7.თუ მსჯავრდებული ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ გამოცხადდა, პრობაციის ბიურო გააფრთხილებს მას. იგი ვალდებულია, გაფრთხილების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში. გამოუცხადებლობა არის პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წარდგინებებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი.
8.პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ის მსჯავრდებული, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, სამართლებრივი აქტის მიმღებმა/გამომცემმა ორგანომ წინასწარ უნდა გააფრთხილოს შესაბამის პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა და წესი, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის ამ აქტის მიმღებ სასამართლოს. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3525 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.