1.თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარების შემდეგ იუსტიციის მსმენელი გადის სტაჟირებას.
2.იუსტიციის მსმენელი სტაჟირებას გადის საერთო სასამართლოებში, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ადვოკატურაში, ნოტარიატში, პროკურატურაში ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებში, რომელთა ჩამონათვალს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. იუსტიციის მსმენელის მიერ სტაჟირების სხვა ორგანოში, გარდა საერთო სასამართლოებისა, გავლის საკითხს, ამ იუსტიციის მსმენელის საჭიროებების გათვალისწინებით, სკოლის დირექტორის წარდგინებით წყვეტს დამოუკიდებელი საბჭო. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
