Article 17. ადვოკატის თანაშემწე
1. საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში ტექნიკური ან სხვა სახის დახმარების მიღების მიზნით ადვოკატმა შეიძლება აიყვანოს თანაშემწე. იგი არ სარგებლობს ადვოკატის უფლებებით და არ დაიშვება სამართალწარმოებაში, სასამართლოში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებში, საზოგადოებრივ გაერთიანებებში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ადვოკატის თანაშემწეს უფლება აქვს, შესაბამისი ადვოკატის თანდასწრებით ან მისი დავალებით, ადვოკატის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ნებართვის საფუძველზე გაეცნოს მის წარმოებაში არსებული საქმის მასალებს სასამართლოში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებში, საზოგადოებრივ გაერთიანებებში.
3. ადვოკატის თანაშემწე არ შეიძლება დაიკითხოს მოწმედ იმ საკითხზე, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში. მასზე ვრცელდება ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები. საქართველოს 20 10 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010წ., მუხ. 332 თავი V. საადვოკატო საქმიანობის ორგანიზება
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ადვოკატთა შესახებ
