კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს წარედგინება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით განსაზღვრული საბუთები, რომელთა საფუძველზედაც დგინდება ამ კულტურული ფასეულობის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის მიზნით შემოტანა. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4279-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.438 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3602-სსმI, №54, 12.10.2010წ., მუხ.354 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5956 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4913 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ
