1.500 ტონიდან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. პირს უფლება აქვს, მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატის მისაღებად იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აქვს სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; ბ) კაპიტნის სერტიფიკატის მისაღებად იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აქვს სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. ეს პერიოდი შესაძლოა შემცირდეს არანაკლებ 24 თვემდე, თუ სტაჟიდან არანაკლებ 12 თვის განმავლობაში პირს ნამსახურები აქვს კაპიტნის უფროსი თანაშემწის რანგში; გ) მას გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება 500 ტონიდან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნისათვის, კაპიტნის უფროსი თანაშემწისათვის STCW-ის კოდექსის A-II/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
